1769060743
უცხოეთი
რუსეთი უკრაინის ენერგეტიკულ სექტორზე ახალ დარტყმებს ამზადებს - უკრაინული მხარე
უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთი უკრაინის ენერგეტიკულ სექტორზე შემდგომი თავდასხმების მომზადების შესახებ ინფორმირებულია.
როგორც „ბიბისი“ იტყობინება, აღნიშნულის შესახებ უკრაინამ ეუთოს უკვე აცნობა.
ვენაში, საერთაშორისო ორგანიზაციებში უკრაინის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე როსტისლავ პალაჰუსინეცი აცხადებს, რომ მიმდინარე სეზონზე რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკულ და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე 256 საჰაერო დარტყმა განახორციელა, ხოლო 11 იანვრიდან ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმები თითქმის ყოველდღიურად ხდება.
„რუსეთი მიზანმიმართულად ცდილობს შექმნას ისეთი პირობები, რომელიც მიმართულია უკრაინელი ხალხის განადგურებისკენ“, - ხაზგასმით აღნიშნა პალაჰუსინეცმა.