რუსეთი სწრაფად სწავლობს საკუთარ შეცდომებზე და ეს უკრაინაში ომის მიმდინარეობას ცვლის - Foreign Affairs

მოსკოვმა საკუთარი შეცდომებიდან დასკვნები მალე გამოიტანა და უკრაინის ფრონტზე სწრაფი ადაპტაცია მოახერხა. ამის შესახებ გამოცემა Foreign Affairs იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, რამდენიმე წლის განმავლობაში რუსეთის შეიარაღებული ძალები იმ ორგანიზაციიდან, რომლებსაც ბრძოლის ველზე სულ ეშლება, იქცა ორგანიზაციად, რომელიც საკუთარ შეცდომებზე სწავლობს.
ომის დასაწყისში დასავლელ დამკვირვებლებს შეცდომით ეგონათ, რომ რუსეთი უკრაინელთა დაცვას მალე გაარღვევს, მაგრამ მისი ძალები დამარცხდნენ და მათ უკან დაიხიეს. ამის შემდეგ ზოგიერთი ექსპერტი უკრაინელთა კონტრშეტევის შემდეგ რუსეთის შეიარაღებული ძალების კრახს წინასწარმეტყველებდა, მაგრამ ეს მოლოდინიც ნაადრევი აღმოჩნდა. მოსკოვმა შემდეგ წინსვლა განაახლა.
2022 წლის შემდეგ რუსეთის სამხედრო მეთაურობამ ოპერატიული გამოცდილების შესწავლა, გაკვეთილების ინსტიტუციონალიზაცია და მთელ თავდაცვით ეკოსისტემაზე მათი გავრცელება დაიწყო. საუბარია ქარხნებითა და კვლევითი ცენტრებით დაწყებული და უნივერსიტეტებითა და წინა ხაზზე ქვედანაყოფებით დამთავრებული.
შემდეგ რუსეთმა ახალი ტაქტიკა დანერგა და შეიარაღება გააუმჯობესა: საუბარია უპილოტო საფრენი აპარატების ეფექტიანობის ამაღლებაზე შეტევისა და დაზვერვისთვის, შექმნა გაუმჯობესებული რაკეტები და უფრო კარგად დაცული ჯავშანტექნიკა. რაც ადრე რუსული ძალების სისუსტედ ითვლებოდა, გარკვეული დროის შემდეგ მის უპირატესობად გადაიქცა.
გამოცემა წერს, რომ მოსკოვი უკრაინასთან ომში მიღებულ გამოცდილებას საკუთარ პარტნიორებს, ჩინეთს, ირანსა და ჩრდილოეთ კორეას უზიარებს. სწორედ ამიტომ, ექსპერტები მოუწოდებენ დასავლეთის ქვეყნებს, რომ უკრაინას ომს კვლავ ყურადღება მიაქციონ, გამოცდილება შეისწავლონ და საკუთარ მიდგომებთან მისი ადაპტირება მოახდინონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დასავლეთი რუსეთს ისეთ საკვანძო სფეროებში ჩამორჩება, როგორიცაა უპილოტო საფრენი აპარატების საბრძოლო გამოყენება.