1785185224
უცხოეთი
რუსეთი ქვეყნის შეიარაღებული ძალების რაოდენობას 27 000 ადამიანით ზრდის
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც ქვეყნის შეიარაღებული ძალების რაოდენობა 27 000 ადამიანით გაიზრდება, მათ შორის, 25 000 სამხედრო მოსამსახურით.
ეს 2026 წელს რუსეთის პრეზიდენტის მიერ შეიარაღებული ძალების რაოდენობის გაზრდის შესახებ მიღებული უკვე მესამე გადაწყვეტილებაა, რის შედეგადაც, რუსეთის შეიარაღებული ძალების რაოდენობა 2 426 130 ადამიანს შეადგენს, ხოლო სამხედრო მოსამსახურეთა რიცხვი 1 535 000-ს მიაღწევს.
მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი მობილიზაციის ახალი ტალღისთვის ემზადება.