რუსეთი ყველა საშუალებას გამოიყენებს, რათა უკრაინაში არ დამარცხდეს - ლავროვი
რუსეთი ყველა საშუალების გამოყენებას აპირებს, რათა უკრაინაში არ დამარცხდეს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ამერიკელ ჟურნალისტთან, ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში განაცხადა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
„აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა უნდა გაიგონ, რომ ჩვენ მზად ვართ გამოვიყენოთ ნებისმიერი საშუალება, რათა მათ, როგორც ამბობენ, რუსეთის სტრატეგიულ დამარცხებას ვერ მიაღწიონ“, - განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. მან რუსეთის მიერ რამდენიმე დღის წინ უკრაინაში ჰიპერბგერითი რაკეტის, „ორეშნიკის“ გამოყენებას უწოდა სიგნალი, რომელსაც დასავლეთი მთელი სერიოზულობით მოეპყრობა.
ლავროვმა განაცხადა, რომ დასავლეთში არსებული მოსაზრება, რომ რუსეთის მერი დაწესებული წითელი ხაზები შეიძლება გადაიწიოს“, არის მცდარი. ამასთანავე, სერგეი ლავროვი ამბობს, რომ რუსეთი ომის დასრულების და უკრაინაში ომის მშვიდობიანი დარეგულირების მომხრეა.
„პუტინმა ამას წინათ განაცხადა, რომ ჩვენ ყველა შესაძლო სცენარისთვის მზად ვართ, მაგრამ ჩვენ მშვიდობიანი მოგვარება გვირჩევნია მოლაპარაკების გზით. რუსეთს აშშ-სთან ბირთვული ომი არ სურს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს არ დაუშვას. რუსეთის სამხედრო დოქტრინა სწორედ იმას გულისხმობს, რომ მთავარი მიზანი არის ბირთვული ომის დაუშვებლობა“, - განაცხადა ლავროვმა ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში.