1769962179
უცხოეთი
რუსეთი დნეპროპეტროვსკს დაესხა თავს, დაღუპულია 12 ადამიანი
უკრაინის დნეპროპეტროვსკის რეგიონში უპილოტო საფრენი აპარატით რუსეთის თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა.
უკრაინული მედიის თანახმად, საფრენი აპარატი ავტობუსის ახლოს ჩამოვარდა.
თავდასხმის შედეგად კიდევ შვიდი ადამიანი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ავტობუსი პავლოგრადის რაიონის ერთ-ერთ საწარმოს ეკუთვნოდა.