1788090297
უცხოეთი
რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე მასშტაბური დარტყმებისთვის ემზადება
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის არმიამ უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე მასშტაბური დარტყმებისთვის მზადება დაიწყო, რუსეთის სამოქალაქო და საწვავისა და ენერგეტიკის ინფრასტრუქტურაზე კიევის თავდასხმების საპასუხოდ.
„მიღებული ინსტრუქციების შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს მზადება უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე მასშტაბური დარტყმების განსახორციელებლად, კიევის რეჟიმის მიერ რუსეთის სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და საწვავისა და ენერგეტიკულ კომპლექსზე მიმდინარე თავდასხმების პასუხად“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.