1791184373
უცხოეთი
რუსეთი აცხადებს, რომ შავ ზღვაში უკრაინის ორ სატვირთო გემს დაარტყა
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მისმა ძალებმა შავ ზღვაში უკრაინულ სატვირთო გემებს დაარტყეს.
განცხადების თანახმად, დარტყმა განხორციელდა ჩორნომორსკის პორტში მდებარე საწვავის საცავებზე, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების მომარაგებისთვის იყო განკუთვნილი, ასევე - სამხედრო ტექნიკით დატვირთულ მშრალი ტვირთის გადამზიდავ გემზე.
ამასთან, აღნიშნულია, რომ რუსულმა ძალებმა ქალაქ ოდესის სამხრეთით სამხედრო ტვირთის გადამზიდავ კიდევ ერთ გემს დაარტყეს. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ხარკოვის ოლქში „კოჩეტოკის“ ელექტროქვესადგურზე იერიში განხორციელდა.