1767025796
უცხოეთი
„რუსეთი ამზადებს ნიადაგს კიევში სამთავრობო შენობებზე დარტყმებისთვის“ - ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე თავდასხმის მცდელობას უარყოფს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უარყოფს რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე თავდასხმის მცდელობას.
ზელენსკი აღნიშნავს, რომ ეს ინფორმაცია ტყუილია და რუსეთი ამზადებს ნიადაგს კიევში სამთავრობო შენობებზე დარტყმების განსახორციელებლად.
„ახლა რუსებმა მოიგონეს აშკარად ყალბი ისტორია რუსი დიქტატორის რომელიმე რეზიდენციაზე რაიმე სახის დარტყმის შესახებ, რათა მათ საბაბი ჰქონდეთ უკრაინაზე დარტყმების გასაგრძელებლად, კერძოდ, კიევზე დარტყმებისთვის და ასევე ომის დასასრულებლად საჭირო ნაბიჯების გადადგმაზე უარის თქმისთვის. რუსების ტიპური ტყუილის ტაქტიკა, რომლებმაც უკვე დაარტყეს კიევს, კერძოდ, უკრაინის მინისტრთა კაბინეტის შენობას“, - აღნიშნა ზელენსკიმ.