Loading data...
რუსეთი 21 მარტს უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის დაგეგმილ სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებს

რუსეთი არ გეგმავს მონაწილეობის მიღებას უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის მოლაპარაკებებში, რომელიც 21 მარტს შეერთებულ შტატებში გაიმართება. ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

პესკოვმა უპასუხა კითხვას, გეგმავს თუ არა რუსეთი აშშ-სა და უკრაინას შორის მომავალ მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღებას. 

„არა, ეს იქნება ორმხრივი კონტაქტები უკრაინელებსა და ამერიკელებს შორის“, - განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.

ამავდროულად, პესკოვმა იმედი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ შეხვედრა სამმხრივ ფორმატშიც გაიმართება. 

„ეს პაუზა ვიმედოვნებთ, რომ დროებითია. ვგულისხმობ სამმხრივი ფორმატის გაგრძელებას. ვიმედოვნებთ, რომ მალე შევძლებთ ამ მოლაპარაკებების განახლებას“, - აცხადებს დიმიტრი პესკოვი