1754032777
უცხოეთი
რუსებმა ზაპოროჟიეს რაიონი დაბომბეს - ერთი ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაშავდა

რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს რაიონზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაშავდა.
როგორც ზაპოროჟიეს ოლქის ხელმძღვანელი ივან ფიოდოროვი იტყობინება, სოფელ ვესელიანკაში რუსული ჭურვი კერძო სახლს მოხვდა. დაიღუპა 63 წლის კაცი.
მასთან, რუსულმა ძალებმა ქალაქ ბილა ცერკვასაც შეუტიეს.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 1-ელი აგვისტოს ღამეს რუსებმა ბელოცერკოვსკის რაიონზე დარტყმების სერია განახორციელეს. თავდასხმის შედეგად, ბილა ცერკვაში სამოქალაქო საწარმოების ტერიტორიაზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.