1754244753
უცხოეთი
რუსებმა ზაპოროჟიეს ოლქში მეხანძრეებს ხანძრის ლიკვიდირების დროს ცეცხლი გაუხსნეს - უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური

ზაპოროჟიეს ოლქში ფრონტის ხაზზე მდებარე ქალაქ ჰულიაიპოლეში ხანძრის ლიკვიდირების დროს მეხანძრეებს ცეცხლი გაუხსნეს. ამის შესახებ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სიტუაციების სამსახური ავრცელებს.
„მაშველები ჰულიაიპოლეს ფრონტის ხაზზე რუსული ვერაგული თავდასხმის ქვეშ მოექცნენ. მტერმა ცეცხლი სწორედ მაშინ გახსნა, როდესაც მაშველები ჯგუფი მანქანაში გაჩენილ ხანძარს აქრობდა. საბედნიეროდ, პერსონალიდან არავინ დაშავებულა“, - ნათქვამია განცხადებაში.