Loading data...
რუსებმა კიევზე იერიში მიიტანეს - დაღუპულია 4 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვია

28 აგვისტოს დილის 5 საათზე კიევზე რუსული ძალების იერიშის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვია. არიან დაშავებულებიც, - აღნიშნულის შესახებ კიევის მერი ვიტალი კლიჩკო იტყობინება.

როგორც უკრაინული მხარე იტყობინება, დარნიცკის რაიონში მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა 5 და 16 სართულიან საცხოვრებელ შენობებს. 

ასევე დაზიანდა კერძო საცხოვრებელი შენობა. გარდა ამისა, დაზიანდა საბავშვო ბაღი.

დნეპროვსკის რაიონი: დაზიანდა 25-სართულიანი საცხოვრებელი შენობა, დაზიანდა ეზოში მყოფი კერძო მანქანები. ხანძარი გაჩნდა საოფისე შენობაში.

„დედაქალაქზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა“, - აცხადებს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი იგორ კლიმენკო.