1747631552
უცხოეთი
რუსებმა ხერსონზე საჰაერო იერიში მიიტანეს - არის მსხვერპლი

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხერსონზე საჰაერო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა. ინფორმაციას ხერსონის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაცია ტელეგრამზე იტყობინება.
„რუსებმა ხერსონის საცხოვრებელ უბნებს შეუტიეს.75 წლის ქალმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო. მის სახლს მტრის ბომბი მოხდა“, - აღნიშნულია უკრაინული მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რაც შეეხება დაშავებულებს, უკრაინული მხარის ცნობით, ისინი სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.