Loading data...
რუსების მიერ ხარკოვზე იერიშის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე, 4 კი დაშავდა

ხარკოვის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით, ხარკოვში, სლობოდინსკის რაიონში მაღალი სიზუსტით მართვადი ბომბის აფეთქების შედეგად ერთი ქალი დაიღუპა, სულ მცირე 4 კი დაშავდა. 

ხარკოვის მერის იგორ ტერეხოვის თქმით, რუსების იერიში კერძო სექტორს შეეხო. 

ინფორმაციისთვის, რუსულმა ძალებმა 19 იანვრის დილას ხარკოვის კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ ობიექტს რაკეტებით შეუტიეს. 

რუსეთის სამხედრო ძალებს დარტყმასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.