რუსების იერიში ზაპოროჟიეს ოლქზე - არის მსხვერპლი
ზაპოროჟიეზე რუსების იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ზაპოროჟიეს რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ივან ფიოდოროვი იტყობინება.
„ზაპოროჟიეში მტრის თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. მანქანებს ცეცხლი გაუჩნდა. ერთ-ერთ მათგანში ერთი ადამიანი იმყოფებოდა. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ადგილზე ყველა სასწრაფო დახმარების სამსახური მუშაობს“, - წერს ტელეგრამზე ფიოდოროვი.
ამასთან, როგორც „უკრენერგო“ იტყობინება, რუსების იერიშის შემდეგ კიევსა და კიევის რეგიონში, ასევე ფრონტის ხაზის რეგიონებში ყველაზე კრიტიკული სიტუაცია შეიქმნა.
„ამჟამად უკრაინის ბევრი რეგიონი იძულებულია დააწესოს საგანგებო შეზღუდვები ელექტროენერგიის მოხმარებაზე და ზოგიერთ რაიონში ისინი საკმაოდ მკაცრია. ეს განპირობებულია იმით, რომ რუსეთმა დაიწყო ყოვლისმომცველი შეტევა, რამაც დააზიანა როგორც გენერაციის ობიექტები, ასევე გადამცემი და გამანაწილებელი ქსელები“, - ნათქვამია „უკრენერგოს“ განცხადებაში.