Loading data...
რუსები სუმს დაესხნენ თავს - ქალაქის ნაწილი ელექტროენერგიისა და წყლის გარეშეა დარჩენილი

რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ სუმი დაბომბეს. 

უკრაინული მედიის ცნობით, 27 აგვისტოს, დაახლოებით 01:00 საათზე, რუსებმა სუმის მასშტაბური დაბომბვა დაიწყეს. ქალაქში სულ მცირე 8 აფეთქების ხმა გაისმა.

სუმის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ გრიგოროვმა, განაცხადა, რომ რუსების იერიშის შედეგად ინფრასტრუქტურული ობიექტები დაზიანდა.

რუსების იერიშის გამო ქალაქს ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების გარეშეა დარჩენილი. 

„წყალმომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება ენერგომომარაგების სტაბილიზაციის შემდეგ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.