Loading data...
რუს სამხედროს, რომელიც უკრაინელ ტყვეებში გაცვალეს, რუსეთში 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

რუსეთში უმცროს სერჟანტს რომან ივანიშინს, უკრაინის ძალებისთვის ტყვედ განზრახ ჩაბარებისთვის, 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ივანიშინი იმ რუს ტყვეებს შორის იყო, რომელიც უკრაინელ სამხედროებში გაცვალეს. ინფორმაციას „მედუზა“ ავრცელებს.

რომან ივანიშინი სასამართლომ დამნაშავედ ცნო ტყვედ განზრახ ჩაბარებაში, ტყვედ განზრახ ჩაბარების მცდელობასა და დეზერტირობაში. მას, ასევე, უმცროსი სერჟანტის წოდება ჩამოერთვა. ივანიშინი საკუთარ ბრალს არ აღიარებს.

რომან ივანიშინი წარმოშობით სახალინიდანაა. ის ჯარში მობილიზაციით გაიწვიეს, მსახურობდა 39-ე მოტომსროლელ ბრიგადაში დონეცკის ოლქში. ივანიშინი ტყვედ 2023 წლის 10 ივნისს დასახლება ვოლნოვახასთან აიყვანეს.

ივანიშინი რუსეთში დაბრუნდა 248 სამხედროსგან შემდგარ ჯგუფში, რომლებიც უკრაინელ ტყვეებზე გაცვალეს. რუსეთში მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა. თავდაპირველად, იუჟნო-სახალინსკში სასამართლომ ამ საქმის განხილვაზე უარი განაცხადა და მასალები მოსკოვში გადააგზავნა, მაგრამ საქმე ისევ სახალინის სასამართლოს დაუბრუნეს.