Loading data...
რუმინეთში რუსული დრონი კორპუსს შეეჯახა, რამაც ხანძარი გამოიწვია - არიან დაშავებულები

რუსული დრონი რუმინეთის სასაზღვრო ქალაქ გალატში მაღალსართულიან კორპუსს შეეჯახა, რის შედეგადაც შენობაში ერთ-ერთ ბინაში ხანძარი გაჩნდა, - ამის შესახებ რუმინეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება.

მათივე ცნობით, დაშავებულია 2 ადამიანი. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რუსულმა დრონმა ნატოს წევრ სახელმწიფოში საცხოვრებელი შენობა დააზიანა.

გალატის საცხოვრებელი კომპლექსი უკრაინის საზღვრიდან 17 კილომეტრში მდებარეობს.

„28-29 მაისის ღამეს, რუსეთის ფედერაციამ განაახლა დრონებით თავდასხმები უკრაინაში, რუმინეთთან საზღვართან ახლოს, სამოქალაქო სამიზნეებსა და ინფრასტრუქტურაზე. ერთი დრონი რუმინეთის საჰაერო სივრცეში შემოიჭრა. შემდეგ ის საცხოვრებელი შენობის სახურავზე ჩამოვარდა, აფეთქების შედეგად ხანძარი გაჩნდა“, - ნათქვამია რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.