1756728760
უცხოეთი
რუმინეთში, ხის გადამმუშავებელ ქარხანაში აფეთქება მოხდა, დაშავდა რამდენიმე ადამიანი

რუმინეთში, ხის გადამმუშავებელ ქარხანაში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. დაშავდა რამდენიმე მუშა.
ინციდენტი 1-ელი სექტემბერს დილას ქვეყნის ცენტრალურ-დასავლეთ ნაწილში, ქალაქ სებეში მოხდა.
რუმინეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსმა რაედ არაფატმა განაცხადა, რომ სამი თანამშრომელი მძიმედ დაშავდა. ერთ-ერთ დაშავებულს სახის ტრავმა, კიდურების დამწვრობა და სუნთქვის გაძნელება აღენიშნებოდა და ვერტმფრენით ბუქარესტში გადაიყვანეს.
მეორე დაშავებულს სხეულის დაახლოებით 40%-ის დამწვრობა აღენიშნებოდა და ვერტმფრენით ტიმიშოარას საავადმყოფოში გადაიყვანეს. მესამე მუშა, რომელსაც უფრო მსუბუქი დამწვრობები აქვს, ალბას საავადმყოფოში დარჩება.
არაფატმა დასძინა, რომ ხანძარი უკვე ჩამქრალია და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.