1787252969
უცხოეთი
რუმინეთმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ასახულია, თუ როგორ ანადგურებს F-16 გამანადგურებელი საზღვაო დრონს
რუმინეთის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა რადუ მირუცემ, კონსტანცას სანაპიროსთან საზღვაო დრონის განადგურების ვიდეო გაავრცელა.
ვიდეო მან Facebook-ზე გამოაქვეყნა.
„Neptun Deep-ის პლატფორმასთან ახლოს საზღვაო დრონის დღევანდელი განადგურების ვიდეო. რუმინეთი საკუთარ ინტერესებს იცავს“, - დაწერა მირუცემ.