რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ნიკუსორ დანმა გაიმარჯვა

რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ნიკუსორ დანმა გაიმარჯვა, რომელიც პროევროპულ პოლიტიკოსად ითვლება. ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება.
რუმინეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, დანმა ამომრჩეველთა ხმების 53,9% მიიღო.
დანის ძირითადი კონკურენტი, ულტრამემარჯვენე კანდიდატი ჯორჯე სიმიონი იყო. მან ხმათა 46,1% მიიღო. სიმიონე პირველი ტურის შემდეგ ლიდერობდა, მაგრამ, საბოლოოდ, დამარცხდა.