Loading data...
რუმინეთის გადამწყვეტ საპრეზიდენტო არჩევნებში ნიკუსორ დენი იმარჯვებს

რუმინეთში საარჩევნო უბნები, უკვე, დაიხურა. ეგზიტპოლების მიხედვით, გადამწყვეტ საპრეზიდენტო არჩევნებში ცენტრისტი ნიკუსორ დენი იმარჯვებს. მას ხმების 54% აქვს მიღებული

„რუმინეთის ისტორიაში ფსონები არასდროს ყოფილა ასეთი მაღალი, გადამწყვეტმა და უკიდურესად პოლარიზებულმა საპრეზიდენტო არჩევნებმა ქვეყანა შეძრა“, - წერს საერთაშორისო მედია.

ეგზიტპოლებს თუ დავეყრდნობით, ულტრამემარჯვენე სიმიონი ხმების მხოლოდ, 45%-ს იღებს. მისი მოწინააღმდეგე დამოუკიდებელი კანდიდატი ნიკუსორ დენი კი, 54%-ით ლიდერობს.

 როგორც ჩანს, მოსახლეობის აქტივობა, მთელი დღის განმავლობაში, მაღალი იყო და 65%-ს შეადგენდა.

„ყველაფერი დიასპორის უპრეცედენტო რაოდენობის ხმების დათვლის შემდეგ გაირკვევა, რაც ეგზიტპოლების შედეგებში გათვალისწინებული არაა“, - წერს BBC.