1726321171
უცხოეთი
რუმინეთის აღმოსავლეთ ნაწილში წყალდიდობის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა
რუმინეთის აღმოსავლეთ ნაწილში წყალდიდობის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. ქარიშხალი რუმინეთის რვა ოლქის 19 დასახლებას დაატყდა თავს.
მედიის ცნობით, უამინდობის შედეგად: წაქცეულია ათობით ხე, დაზიანებულია მანქანები და ბლოკირებულია გზები. დატბორილი დასახლებებიდან ადგილობრივი მცხოვრებლების ევაკუაცია მიმდინარეობს.
გალათში სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში ჩართულია ვერტმფრენი.
რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა მარჩელ ჩოლაკუმ, დაგეგმილი ღონისძიებები გააუქმა და სტიქიის ზონაში გაემგზავრა.