1783499322
უცხოეთი
რუმენ რადევი: ბულგარეთმა ამოწურა სამხედრო მხარდაჭერის შესაძლებლობები, არაფერი დაგვრჩა, რაც შეიძლება, უკრაინას მივაწოდოთ
ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა რუმენ რადევმა განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ ამოწურა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევის შესაძლებლობები, თუმცა შეუძლია დაეხმაროს აღჭურვილობის შეკეთებაში.
„ჩვენ ამოვწურეთ სამხედრო მხარდაჭერის შესაძლებლობები, ვგულისხმობ იარაღსა და საბრძოლო მასალას ბულგარეთის სამხედრო საწყობებიდან. ჩვენ 13 პაკეტი გადავეცით და მეტი არაფერი დაგვრჩა, რაც შეიძლება, უკრაინას მივაწოდოთ. ჩვენ შეგვიძლია ბულგარეთში სამხედრო ტექნიკის შეკეთება. ეს არის ჩვენი დახმარება“, - აცხადებს ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი.
ამასთან, ბულგარეთის თავდაცვის მინისტრმა დიმიტარ სტოიანოვმა განაცხადა, რომ ქვეყანა უკრაინას სამხედრო დახმარებას აღარ მიაწვდის.