Loading data...
რუბიომ განუცხადა ნატოს გენერალურ მდივანს, რომ აშშ მზადაა უკან დაიხიოს, უკრაინაში მშვიდობის დამყარებიდან

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ნატოს გენერალურ მდივანთან მარკ რუტესთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მზადაა, უკან დაიხიოს შუამავლობის მცდელობებისგან, უკრაინაში მშვიდობის დამყარების მიზნით, თუ უახლოეს მომავალში მშვიდობის მკაფიო გზა არ გაჩნდება, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ტემი ბრიუსმა განაცხადა. 

„რუბიომ რუტეს მიაწოდა ინფორმაცია სამშვიდობო წინადადების შესახებ, რომელიც წარედგინა უკრაინის დელეგაციას 17 აპრილს, პარიზში და რუსეთის ოფიციალურ პირებს ტელეფონით. თუ მშვიდობისაკენ მკაფიო გზა მალე არ გაჩნდება, შეერთებული შტატები დატოვებს სამშვიდობო მოლაპარაკებებს“, - აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა.