1740815072
უცხოეთი
რუბიო: ზელენსკიმ ბოდიში უნდა მოიხადოს ფიასკოსთვის

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბოდიში უნდა მოიხადოს, რადგან „თეთრ სახლში გამართული მოლაპარაკებები თავის ფიასკოდ აქცია“.
როგორც რუბიომ CNN-თან საუბარში აღნიშნა, დაპირისპირება სწორედ უკრაინის პრეზიდენტის მხრიდან გაკეთებულ კომენტარებს მოჰყვა.
„მომხდარმა ყველა გააწბილა, ვინც დღემდე ჩართული იყო მასთან კომუნიკაციაში. ვფიქრობ, მან ბოდიში უნდა მოიხადოს იმისთვის, რომ დრო წაგვართვა შეხვედრაზე, რომელიც ისე დასრულდა, როგორც ყველამ ვნახეთ“, - ამბობს რუბიო.
ცნობისთვის, თეთრ სახლში ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის დროს მომხდარი კამათის შემდეგ, გაუქმდა ორი ქვეყნის პრეზიდენტის ერთობლივი პრესკონფერენცია და ხელი აღარ მოეწერა შეთანხმებას უკრაინული სასარგებლო წიაღისეულის ერთობლივი მოპოვების შესახებ.