Loading data...
რუბიო: ვაშინგტონი შეეცდება, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის დიალოგი აღდგეს

უახლოეს მომავალში ვაშინგტონი შეეცდება, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკების განახლება მოხდეს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

„მომდევნო რამდენიმე კვირაში თქვენ დაინახავთ ჩვენს ძალისხმევას, რომლის შედეგად გამოჩნდება, შესაძლებელია თუ არა მხარეებს შორის მოლაპარაკების განახლება. ამასთანავე, ჩვენ ვხედავთ, რომ ორივე მხარეს აქვს „წითელი ხაზები“ და ვიდრე ამ ხაზების დაახლოება არ მოხდება, ვერაფერს მივაღწევთ“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

ბოლოს რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკება ჟენევაში, 17 და 18 თებერვალს გაიმართა. კიდევ ერთი რაუნდი აბუ-დაბიში მარტში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ის ირანზე აშშ-ის ავიაიერიშების გამო არ გაიმართა.