Loading data...
რუბიო: თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში გადასახადის დაწესებას შეეცდება, დიპლომატიური შეთანხმების მიღწევა „შეუძლებელი“ გახდება

„აშშ-სა და ირანს შორის დიპლომატიური შეთანხმების მიღწევა შეუძლებელი იქნება, თუ თეირანი ჰორმუზის სრუტეში გადასახადის სისტემას დანერგავს“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ჟურნალისტებს განუცხადა.

„არავინ ემხრობა გადასახადის სისტემის შემოღებას, ეს არ შეიძლება მოხდეს, ეს მიუღებელი იქნება და დიპლომატიურ შეთანხმებას შეუძლებელს გახდის. ეს საფრთხეს უქმნის მსოფლიოს, თუ ისინი ამის გაკეთებას შეეცდებიან, ეს სრულიად უკანონოა“, - აცხადებს რუბიო.

რუბიო, ასევე, იმედოვნებს, რომ პაკისტანის არმიის მეთაურის ირანში ვიზიტი ომის დასრულების საკითხში დიპლომატიურ წინსვლას შეუწყობს ხელს და დასძინა, რომ პროგრესი შეინიშნება.