Loading data...
რუბიო - ტრამპი უკრაინაში ომთან დაკავშირებული სამშვიდობო მოლაპარაკებებით იმედგაცრუებულია

პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უკრაინაში ომის დასრულება სურს და ამისთვის უკვე ბევრი რამ გააკეთა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა. 

მისივე თქმით, ტრამპმა მოლაპარაკებებში დიდი პოლიტიკური კაპიტალი ჩადო.

რუბიომ დასძინა, რომ გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით გარკვეული პროგრესის მიუხედავად, ტრამპი საერთო ჯამში იმედგაცრუებულია.

„ჩვენ გვყავს ბევრი ადამიანი, ვინც დიდი ძალისხმევა ჩადო ამ საქმეში და ვფიქრობ, რომ პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ზოგიერთი საკითხი, სამწუხაროდ, ძალიან კომპლექსური რჩება“, - განაცხადა მარკო რუბიომ

უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დღეს გაიმართება. 

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან, სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან შეხვედრას 26 თებერვალს, ჟენევაში გამართავს.