რუბიო: პარიზში ჩავედი ერთი მიზნით, მოვიძიო რეალური, პრაქტიკული გზები რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ პარიზში ჩავიდა კონკრეტული მიზნით, იპოვოს პრაქტიკული გადაწყვეტილებები რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად.
„პარიზში ჩავედი ერთი მიზნით: მოვიძიო რეალური, პრაქტიკული გზები რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად. ახლო აღმოსავლეთში სპეციალურ წარმომადგენელ უიტკოფთან და უკრაინაში აშშ-ის წარმომადგენელ კით კელოგთან ერთად, ჩვენი მთავარი ამოცანაა, განვახორციელოთ შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიზანი – დავასრულოთ ეს ომი და შევაჩეროთ არასაჭირო სისხლის ღვრა“, - წერს რუბიო.
Arrived in Paris with one goal in mind: secure real, practical solutions to end the Russia-Ukraine war. Along with @SE_MiddleEast Witkoff and @SPE_Kellogg, our main objective is to carry out @POTUS’s goal to end this war and stop the unnecessary bloodshed. pic.twitter.com/WSayctZOjH
— Secretary Marco Rubio (@SecRubio) April 17, 2025