1775021619
უცხოეთი
რუბიო: მიმდინარეობს ირანსა და აშშ-ს შორის შეტყობინებების გაცვლა, მიმდინარეობს მოლაპარაკებები
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ახლო აღმოსავლეთში ომის უახლოეს მომავალში დასრულების შესახებ ისაუბრა.
რუბიოს თქმით, ვაშინგტონი ფიქრობს, რომ ომი მალე დასრულდება.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ასევე, აღნიშნა, რომ ირანსა და აშშ-ს შორის შეტყობინებების გაცვლა მიმდინარეობს და არსებობს ორ მხარეს შორის „გარკვეულ მომენტში პირდაპირი შეხვედრის“ შესაძლებლობა.
„მიმდინარეობს შეტყობინებების გაცვლა, მიმდინარეობს მოლაპარაკებები. არსებობს პოტენციალი, რომ გარკვეულ მომენტში პირდაპირი შეხვედრაც შედგეს