Loading data...
რუბიო: ყველა სირთულე მომდევნო ექვს საათში ვერ გადაწყდება, მაგრამ შეგვიძლია, შევქმნათ ჩარჩო, რათა ლიბანის ხალხს ჰქონდეს მომავალი, რასაც იმსახურებს და ისრაელის ხალხმა შეძლოს შიშის გარეშე ცხოვრება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ისრაელსა და ლიბანს შორის პირდაპირი მოლაპარაკებები მიმდინარეობს. სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო იმედოვნებს, რომ ისრაელსა და ლიბანს შორის დაწყებული პირდაპირი მოლაპარაკებები ძალიან პოზიტიურ შედეგს გამოიღებს.

„ამ საკითხის ყველა სირთულე მომდევნო ექვს საათში ვერ გადაწყდება, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ წინსვლა და შევქმნათ ისეთი ჩარჩო, სადაც შეიძლება რაღაც მოხდეს - რაღაც ძალიან პოზიტიური, ძალიან მუდმივი, რათა ლიბანის ხალხს ჰქონდეს ის მომავალი, რომელსაც იმსახურებს და ისრაელის ხალხმა შეძლოს შიშის გარეშე ცხოვრება. ეს არის პროცესი და არა ერთდღიანი მოვლენა. ეს ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ ერთი დღე“, - აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.