Loading data...
რუბიო: ირანთან ომის ეკონომიკური შედეგები ნაკლებად საშიშია, ვიდრე თეირანის მიერ ბირთვული იარაღის ფლობა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ირანთან ომის პოტენციურ გლობალურ ეკონომიკურ შედეგებს აცნობიერებს, თუმცა თეირანის მიერ ბირთვული იარაღის ფლობის საფრთხეს უფრო სერიოზულად მიიჩნევს. ამის შესახებ მან ვაშინგტონში წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის მოსმენაზე განაცხადა.

რუბიომ აღნიშნა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია „მზად იყო ნებისმიერი რეაგირებისთვის“.

„პრეზიდენტმა და მთელმა ადმინისტრაციამ გააცნობიერა, რომ ასეთ ქმედებებს შედეგები მოჰყვებოდა, თუმცა ირანის მიერ ბირთვული იარაღის მიღების შედეგები უარესი იქნებოდა“, - დასძინა მან.