Loading data...
რუბიო ირანთან მოლაპარაკებებზე: თუ კარგ შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, პრეზიდენტმა მკაფიოდ თქვა, რომ მას სხვა ვარიანტებიც აქვს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ ირანთან მოლაპარაკებებში „პოზიტიური ნიშნების“ მიუხედავად, „სხვა ვარიანტებიც“ კვლავ განხილვის საგანს წარმოადგენს.

რუბიომ ჟურნალისტებთან საუბრისას ოპტიმიზმისგან თავი შეიკავა და და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ პაკისტანი და რეგიონის სხვა მოკავშირეები ძალისხმევას არ იშურებენ ირანის საკითხზე დიპლომატიური გადაწყვეტის მისაღწევად და ზოგიერთი ოფიციალური პირი დღეს თეირანში მიემგზავრება, ვაშინგტონი მაინც მზად არის ალტერნატიული გეგმებისთვის.

„პრეზიდენტის უპირატესობა კარგი გარიგების დადებაა. ეს მისი პრიორიტეტია. თუ კარგ შეთანხმებას დავდებთ, ეს შესანიშნავი იქნება. მაგრამ თუ კარგ გარიგებას ვერ მივაღწევთ, პრეზიდენტმა მკაფიოდ თქვა, რომ მას სხვა ვარიანტებიც აქვს“, - აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.