1780414398
უცხოეთი
რუბიო: ირანმა, შესაძლოა, უახლოეს დღეებში პირველად განიხილოს ბირთვული პროგრამის ასპექტები
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ირანი „პირველად დათანხმდა“ თავისი ბირთვული პროგრამის ასპექტების განხილვას.
„ჩვენ წინაშეა პერსპექტივა - შეიძლება, მოხდეს დღეს, შეიძლება, ხვალ, მომავალ კვირას - რომ პირველად დათანხმდნენ ბირთვული პროგრამის ასპექტებზე მოლაპარაკებებს, რაზეც სულ რაღაც ერთი თვის ან ერთი წლის წინ ამის ხსენებაზეც კი უარს ამბობდნენ “, - აღნიშნა რუბიომ.
თუმცა მისი თქმით, მოლაპარაკებების დროს ირანის რეჟიმისგან პასუხების მიღებას „დღეები“ სჭირდება მისი „გარკვეულწილად დაშლილი“ ხელმძღვანელობის გამო, რაც პროცესს ართულებს.