რუბიო: დღეს სახელმწიფო დეპარტამენტი გადადგამს ნაბიჯებს, რათა გლობალური ცენზურის ინდუსტრიულ კომპლექსში წამყვან ფიგურებს შეეზღუდოთ აშშ-ში შესვლა
დღეს სახელმწიფო დეპარტამენტი გადადგამს ნაბიჯებს, რათა გლობალური ცენზურის ინდუსტრიულ კომპლექსში წამყვან ფიგურებს შეეზღუდოთ აშშ-ში შესვლა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო წერს.
„ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ევროპაში მოქმედი იდეოლოგები ორგანიზებულად ცდილობდნენ ამერიკული პლატფორმების იძულებას, რათა დაესაჯათ ამერიკული შეხედულებები, რომელთაც ისინი ეწინააღმდეგებიან.
ტრამპის ადმინისტრაცია აღარ შეეგუება ექსტრატერიტორიული ცენზურის ამგვარ უხეშ ქმედებებს.
დღეს, სახელმწიფო დეპარტამენტი გადადგამს ნაბიჯებს, რათა გლობალური ცენზურის ინდუსტრიულ კომპლექსში წამყვან ფიგურებს შეეზღუდოთ შეერთებულ შტატებში შესვლა.
ჩვენ მზად ვართ და სურვილიც გვაქვს, გავაფართოოთ ეს სია, თუ სხვები არ შეცვლიან საკუთარ კურსს“, - წერს რუბიო.
For far too long, ideologues in Europe have led organized efforts to coerce American platforms to punish American viewpoints they oppose. The Trump Administration will no longer tolerate these egregious acts of extraterritorial censorship.
— Secretary Marco Rubio (@SecRubio) December 23, 2025
Today, @StateDept will take steps to…