Loading data...
რუბიო აცხადებს, რომ ტრამპმა რუსეთთან მიმართებით, შესაძლოა, სანქციების დაწესების გადაწყვეტილება მიიღოს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, აშშ-ის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემთხვევაში, სანქციები ევროპამაც უნდა დააწესოს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

რუბიოს ჟურნალისტმა ჰკითხა, კიდევ რამდენ დროს მისცემს ტრამპი პუტინს იქამდე, ვიდრე იმ სანქციებს დაუწესებს, რომლითაც იმუქრება.

„ვიცით, რა ტიპის სანქციების გამოყენების შესაძლებლობა გვაქვს და გარკვეულ ეტაპზე პრეზიდენტმა შეიძლება მათი გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს. ეს მის მიერ მისაღები გადაწყვეტილება იქნება“, - განაცხადა მარკო რუბიომ.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, სანქციები ევროპამაც დააწესოს, რადგან ჯერ კიდევ არსებობენ ევროპული ქვეყნები, რომლებიც რუსულ პროდუქციას, მათ შორის ნავთობს, ყიდულობენ.

„მან აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ევროპამაც იგივე გააკეთოს. ევროპაში ჯერ კიდევ არიან ქვეყნები, რომლებიც რუსულ პროდუქციას, მათ შორის რუსულ ნავთობს ყიდულობენ. პრეზიდენტმა ჩვენს ევროპელ პარტნიორებს მოუწოდა, რომ თავად დააწესონ ის სანქციები, რომელთა დაწესებასაც ჩვენგან ითხოვენ“, - დასძინა სახელმწიფო მდივანმა.