Loading data...
რუბიო აცხადებს, რომ ირანის უზენაესი ლიდერი ცოცხალია და სულ უფრო აქტიურად ერთვება პროცესებში

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ მისი აზრით, ირანის ახალი უზენაესი ლიდერი აიათოლა მოჯთაბა ხამენეი ცოცხალია და „სულ უფრო და უფრო აქტიურად ერთვება პროცესებში“.

„ვფიქრობ, არსებობს მინიშნებები იმისა, რომ ის [ირანის ახალი უზენაესი ლიდერი] სულ უფრო და უფრო აქტიურად ერთვება პროცესებში“, - განაცხადა რუბიომ სენატში გამართულ მოსმენაზე.

ცნობისთვის, ხამენეი საჯაროდ არ გამოჩენილა მას შემდეგ, რაც ომის დასაწყისში თავდასხმის დროს მძიმე დაზიანებები მიიღო, რომლის დროსაც მისი მამა და ქვეყნის რამდენიმე მაღალი რანგის სამხედრო ლიდერი დაიღუპა.