Loading data...
რუბიო: აშშ ვენესუელურ Cartel de los Soles-ს უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, აშშ ნარკოტიკებთან დაკავშირებულ ვენესუელურ ორგანიზაციას, Cartel de los Soles-ს, უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადებს.

„სახელმწიფო დეპარტამენტი გეგმავს Cartel de los Soles-ის უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებას. არალეგიტიმური პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს ხელმძღვანელობით, ჯგუფმა ვენესუელაში სამთავრობო ინსტიტუტების კორუმპირება მოახდინა და პასუხისმგებელია სხვა უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მიერ და მათთან ერთად ჩადენილ ტერორისტულ ძალადობაზე, ასევე, შეერთებულ შტატებსა და ევროპაში ნარკოტიკებით ვაჭრობაზე“, - წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.