Loading data...
რუბიო: აშშ-სა და კუბას შორის მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით შეთანხმების მიღწევის ალბათობა ამ ეტაპზე მაღალი არ არის

აშშ-სა და კუბას შორის მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით შეთანხმების მიღწევის ალბათობა ამ ეტაპზე მაღალი არ არის, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა.

რუბიომ აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები პრობლების გადაწყვეტას ყოველთვის მოლაპარაკებების გზით ამჯობინებს.

„გულწრფელად გეტყვით, იცით, რომ შეთანხმების მიღწევის ალბათობა, იმის გათვალისწინებით, თუ ვისთან გვაქვს საქმე ახლა, მაღალი არ არის. მაგრამ თუ ისინი შეიცვლიან განწყობას, იცით, ჩვენ აქ ვართ. ჩვენ გავაგრძელებთ იმის კეთებას, რაც საჭიროა“, - აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.

რუბიოს თქმით, კუბამ აშშ-ის მიერ ჰუმანიტარული დახმარების სახით 100 მილიონი დოლარის შეთავაზება მიიღო.