Loading data...
რუბიო: აშშ-მა შეიმუშავა „სამშვიდობო გეგმა“, რომელიც რუსეთისა და უკრაინის წინადადებებს ითვალისწინებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის ომის მოგვარების სამშვიდობო გეგმა შეერთებულმა შტატებმა შეიმუშავა „რუსული მხარის წინადადების“ და „უკრაინის წინა და მიმდინარე წინადადებების“ გათვალისწინებით.

რუბიომ შესაბამისი განცხადება სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა ჟენევაში უკრაინის, აშშ-ისა და ევროპის დელეგაციების მოლაპარაკებების წინა დღეს.

ის შეთავაზებულია, როგორც ძლიერი ჩარჩო მიმდინარე მოლაპარაკებებისთვის. ის („სამშვიდობო გეგმა“) რუსული მხარის წინადადებას ეფუძნება. თუმცა, ის, ასევე, უკრაინის წინა და ამჟამინდელ წინადადებებსაც ეფუძნება“, - განაცხადა მან.