Loading data...
რთული მეტეოროლოგიური პირობები საფრანგეთში - 50 000-ზე მეტი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

საფრანგეთში ძლიერი ჭექა-ქუხილის შედეგად, სულ მცირე, 2 ადამიანი დაიღუპა. წერს Reuters.

საფრანგეთის ხელისუფლების განცხადებით, 17 ივლისს, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო 53 000 ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

როგორც მედია წერს, სენტ-ვიქტურნიენში ქალს ხე დაეცა და დაიღუპა. დოლომიეში მდებარე ერთ-ერთ სახელოსნოში, რომელსაც მეხის დაცემის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა, კაცი გარდაცვლილი იპოვეს.

უამინდობის შედეგად პარიზი-ტულუზას მიმართულებით საქალაქთაშორისო მატარებლების მოძრაობა შეფერხებულია.