„როსკომნადზორმა“ რუსეთში FaceTime დაბლოკა
რუსეთის კომუნიკაციების მარეგულირებელმა ორგანომ „როსკომნადზორმა“ განაცხადა, რომ რუსეთში დაბლოკილია Apple-ის მოწყობილობებისთვის განკუთვნილი ვიდეოზარების სერვისი FaceTime, რადგან მათივე მტკიცებით, ის თაღლითობისთვის გამოიყენებოდა.
„FaceTime-ის სერვისი გამოიყენება ქვეყანაში ტერორისტული თავდასხმების ორგანიზებისა და განხორციელების, დამნაშავეების დაქირავების, ასევე თაღლითობისა და სხვა დანაშაულების ჩადენისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.
FaceTime არის ვიდეო და აუდიო ზარების აპლიკაცია, რომელიც შექმნილია Apple-ის მიერ.
ინფორმაციისთვის, 28 ნოემბერს „როსკომნადზორმა“, გამოაცხადა ეტაპობრივი შეზღუდვები შეტყობინებების სერვისის WhatsApp-ის მიმართაც.
რუსეთმა აგვისტოში დაიწყო ზარების შეზღუდვა WhatsApp-ზე, რომელსაც ფლობს კომპანია Meta Platforms-ი, ასევე Telegram-ზე.