რომის პაპმა სატელეფონო საუბრისას ისრაელის პრეზიდენტს მოუწოდა, ირანის წინააღმდეგ ომი დაასრულოს
პაპმა ლეო XIV-მ და ისრაელის პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა პასექისა და აღდგომის დღესასწაულებთან დაკავშირებით ტელეფონით ისაუბრეს.
ვატიკანის ცნობით, სატელეფონო საუბრის დროს პაპმა ჰერცოგს მოუწოდა, „ხელახლა გახსნას დიალოგის ყველა გზა“, რათა დასრულდეს ირანის ომი, რომელიც 28 თებერვალს აშშ-ისრაელის ერთობლივი შეტევით დაიწყო.
ამავე ინფორმაციით, პაპმა ასევე მოუწოდა ჰერცოგს, დაიცვას მშვიდობიანი მოსახლეობა და ხელი შეუწყოს საერთაშორისო და ჰუმანიტარული სამართლის პატივისცემას.
ჰერცოგის ოფისის ცნობით, საუბრისას მხარეებმა განიხილეს ირანის მიერ იერუსალიმზე, „ქრისტიანების, მუსლიმებისა და ებრაელებისთვის წმინდა ადგილების ტერიტორიაზე“ ბოლო დროს განხორციელებული სარაკეტო თავდასხმები.
მათ ასევე განიხილეს ლიბანში არსებული ვითარება, სადაც ისრაელი ტერორისტულ დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ებრძვის მას შემდეგ, რაც ის ირანის ომში ჩაერთო და ყურადღება გაამახვილეს „საზღვრის ორივე მხარეს ქრისტიანული თემების უსაფრთხოების მნიშვნელობაზე“.