Loading data...
რომის პაპმა მოუწოდა რუსეთსა და უკრაინას, მოძებნონ გამბედაობა და გამართონ პირდაპირი მოლაპარაკებები ომის დასასრულებლად

პირველი საშობაო მიმართვის დროს, რომის პაპმა ლეო XIV-მ მოუწოდა რუსეთსა და უკრაინას, მოძებნონ გამბედაობა და გამართონ პირდაპირი მოლაპარაკებები ომის დასასრულებლად.

რომის პაპმა მთელ მსოფლიოში არსებული კონფლიქტების დასრულებისკენ მოწოდება გააკეთა და აღნიშნა, რომ მშვიდობა საერთო პასუხისმგებლობაა.

„დაე, შეწყდეს იარაღის ხმაური და ჩართულმა მხარეებმა, საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერითა და ერთგულებით, გამოიჩინონ გამბედაობა, ჩაერთონ გულწრფელ, პირდაპირ და პატივისცემით სავსე დიალოგში“, - განაცხადა უკრაინაზე საუბრისას რომის პაპმა.

პონტიფიკოსმა საშობაო მიმართვისას ლიბანს, პალესტინას, ისრაელსა და სირიას სამართლიანობა, მშვიდობა და სტაბილურობა უსურვა.

„უფლის დაბადება მშვიდობის დაბადებაა. პასუხისმგებლობა მშვიდობისკენ მიმავალი უტყუარი გზაა. თუ ყველა ჩვენგანი, ყველა დონეზე, შევწყვეტთ სხვების დადანაშაულებას და ამის ნაცვლად ვაღიარებთ საკუთარ შეცდომებს, ვთხოვთ ღმერთს პატიებას და თუ სოლიდარობას გამოვუცხადებთ სუსტებსა და დაჩაგრულებს, მაშინ სამყარო შეიცვლება“, - განაცხადა რომის პაპმა ლეო XIV-მ.