Loading data...
რომის პაპის განცხადებით, ჩერნობილის ავარიამ კვალი დატოვა კაცობრიობის კოლექტიურ სინდისზე

მსოფლიოში ყველაზე საშინელი ბირთვული კატასტროფის 40 წლისთავზე რომის პაპმა ლეომ მძლავრი ტექნოლოგიების რისკების შესახებ ისაუბრა.

რომის პაპმა განაცხადა, რომ ჩერნობილის ავარიამ კვალი დატოვა კაცობრიობის კოლექტიურ სინდისზე.

დასავლური მედიის შეფასებით, არსებობს შეშფოთება, რომ რუსეთის ოთხწლიანმა ომმა შესაძლოა, ტრაგედიის გამეორება გამოიწვიოს.

„დღეს ჩერნობილის ტრაგიკული ავარიის ორმოცი წლისთავია, რომელმაც კვალი დატოვა კაცობრიობის სინდისზე. ეს კვლავ გაფრთხილებად რჩება სულ უფრო მძლავრი ტექნოლოგიების გამოყენების თანამდევი რისკების შესახებ. ღვთის წყალობას ვანდობთ მსხვერპლებს და მათ, ვინც ჯერ კიდევ იტანჯება მისი შედეგებით. იმედი მაქვს, რომ გადაწყვეტილების მიღების ყველა დონეზე ყოველთვის გაიმარჯვებს გამჭრიახობა და პასუხისმგებლობა, რათა ატომური ენერგიის ნებისმიერი გამოყენება სიცოცხლისა და მშვიდობის სამსახურში იყოს“, – აღნიშნა რომის პაპმა.