1792166907
უცხოეთი
რომის პაპი ვლადიმერ პუტინს ესაუბრა
რომის პაპი ლეო XIV რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა.
ვატიკანის პრესსამსახურის ცნობით, რომის პაპმა ვლადიმერ პუტინს ხერსონის ოლქში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა, რათა ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება გახდეს შესაძლებელი.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პონტიფიკოსმა ღრმა შეშფოთება გამოთქვა ხერსონის ოლქის ქალაქ ალეშკიში შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული ვითარების გამო.
ინფორმაციისთვის, ბოლოს რუსეთის პრეზიდენტი რომის პაპს 2025 წლის 4 ივნისს ესაუბრა.