Loading data...
რომის პაპი: ვიმედოვნებ, რომ პრეზიდენტი ტრამპი ირანთან ომის დასასრულებლად გამოსავალს ეძებს

რომის პაპმა ლეო XIV-მ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ იმედოვნებს, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი  ირანთან ომის დასასრულებლად „გამოსავალს ეძებს“.

„მითხრეს, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მას ომის დასრულება სურს. ვიმედოვნებ, რომ ის ეძებს გამოსავალს. ვიმედოვნებ, რომ ის ეძებს გზას, რათა შეამციროს ძალადობა და დაბომბვები, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს იმ სიძულვილის აღმოფხვრაში, რომელიც იქმნება და მუდმივად იზრდება ახლო აღმოსავლეთში და სხვაგან“, - განაცხადა რომის პაპმა. 

„მე აუცილებლად გავაგრძელებდი ამ მოწოდებას მსოფლიოს ყველა ლიდერის მიმართ და ვეტყოდი, დაუბრუნდით დიალოგის მაგიდას. მოდით, ვეძებოთ პრობლემების გადაჭრის გზები. მოდით, ვეძებოთ გზები, რათა შევამციროთ ძალადობის რაოდენობა, რომელსაც ჩვენ ხელს ვუწყობთ. რომ მშვიდობა, განსაკუთრებით აღდგომის დღესასწაულზე, სუფევდეს ჩვენს გულებში“, - დასძინა პაპმა ლეომ.