Loading data...
რომის პაპი შესაძლოა, უკრაინას ეწვიოს - ვატიკანმა საორგანიზაციო გეგმა შეიმუშავა

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან „კასტელ განდოლფოში“ გამართული შეხვედრიდან ოთხი დღის შემდეგ რომის პაპმა ლეო XIV-მ დაადასტურა, რომ მზადაა უკრაინაში ვიზიტისთვის, თუმცა უსაფრთხოების საკითხები სირთულეებს განაპირობებს. 

როგორც იტალიური მედია წერს, ვატიკანმა უკვე შეიმუშავა საორგანიზაციო გეგმა, რომელიც პაპს საშუალებას მისცემს, ეწვიოს ქვეყანას.

„იმედი მაქვს, [უკრაინაში ვიზიტი] შედგება, მაგრამ არ ვიცი, როდის; ასეთ საკითხებში რეალისტები უნდა ვიყოთ“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ და კიდევ ერთხელ გამოთქვა სურვილი, რომ ყველა ღონე იხმაროს „სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის“ მისაღწევად.

მან იტალიელ დიპლომატებს იგივე ძალისხმევისკენ მოუწოდა.

იმისათვის, რომ „დაიცვათ და ხელი შეუწყოთ ნამდვილ მშვიდობას, თქვენ უნდა იყოთ დიალოგის ადამიანები, ბრძენები დროის ნიშნების წაკითხვისას, ქრისტიანული ჰუმანიზმის კოდექსის შესაბამისად, რომელიც იტალიური და ევროპული კულტურის საფუძველია“, - დასძინა რომის პაპმა.