Loading data...
რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

რომის პაპი ლეო XIV რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს.

„ერთ-ერთი რამ, რაც დიდ მწუხარებას იწვევს, არის ის, რომ როგორც ჩანს, რუსეთმა უარი თქვა ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნაზე. ყველა კეთილი ნების ადამიანს მოვუწოდებ, რომ პატივი სცენ მშვიდობის დღეს, სულ მცირე, მაცხოვრის შობის დღესასწაულზე მაინც. იმედი მაქვს, მოგვისმენენ და მთელ მსოფლიოში 24 საათის განმავლობაში მშვიდობა იქნება“, - აღნიშნა რომის პაპმა.